პირველადი სამედიცინო დახმარება

თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ჰყავს ექიმი - ქალბატონი მაია ვარსიმაშვილი და  აქვს სათანადოდ მოწყობილი ექიმის ოთახი, სადაც განთავსებულია პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი საშუალებები. მათ შორის აფთიაქი, რომელშიც ინახება პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მედიკამენტები და სამედიცინო საშუალებები. თითოეულს თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია.

სამკურნალო საშუალებანი:

ვალიდოლი (აბები); ვალოკორდინი და კორვალოლი (წვეთები); პარაცეტამოლი (აბები); ასპირინი, ანალგინი ან ბარალგინი (აბები და ამპულები); ალბუციდი (თვალის წვეთები); ლევოვინიზოლი (აეროზოლი); ნიშადურის სპირტი (ამიაკის 10%-იანი ხსნარი); ნო-შპა (აბები);  იმოდიუმი (კაფსულები); ნაფტიზინი, ან გალაზოლინი, ან სანორინი (ცხვირში ჩასაწვეთებელი 0,05-0,1% ხსნარი).

ანტისეპტიკური საშუალებანი:

სამედიცინო სპირტი (96%-იანი); წყალბადის ზეჟანგი (3% ხსნარი); ბრილიანტის მწვანე (1%-იანი ან 2%-იანი სპირტხსნარი); იოდი (5%-იანი სპირტხსნარი). 

შესახვევი და დასამუშავებელი საშუალებანი:

სტერილური საფენები და ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისთვის; ჰიგროსკოპული ბამბა და ბინტი; ერთჯერადი ხელთათმანები, თერმომეტრი, ერთჯერადი შპრიცები, პიპეტები თვალის, ცხვირისა და ყურის წვეთებისთვის, სათბურა, ლახტი.

თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!

პროგრამები

პარტნიორები